გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
დედამიწის ბიოგრაფია
საგანი/პედაგოგი
გეოგრაფია/ნათელა გელაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
21 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების  მიდგომების მქონე მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური  წელთაღრიცხვის სისტემა
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
გეოლოგიური დროისა და წელთაღრიცხვის შესახებ წარმოდგენების შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         გამოთქვამს ვარაუდს დედამიწის განვითარების მანძილზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მაგ. ჰიდროსფეროს ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობის თანმიმდევრობის შესახებ და ადარებს მას გეოქრონოლოგიურ სქემას დედამიწის წარმოქმნისა და ვარაუდების შესახებ წარმოდგენების შექმნა.
წინარე ცოდნა
ü  მოსწავლეებმა  იციან რომ დედამიწა მზის სისტემის უნიკალური პლანეტაა და მისი უნიკალურობის მიზეზები. გამომუშავებული უნარ-ჩვევები..
ü  დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარი. შემოქმედობითობის უნარი.
ü  კავშირების დადგენის უნარი. შემოქმედობითობის უნარი.
ü  კავშირების დადგენის უნარი.
ü  საკუთარი მოსაზრების გამოთქმის არგუმენტირებისა და დასკვნების გაკეთების უნარი.
შეფასების საგანი და პროცედურები
ვაფასებ განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმებით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო გეოქრონოლოგიური ცხრილი, სურათი  დედამიწის გეოლოგიური ისტორია
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
პირველი ეტაპი გამოწვევა -10-წუთი
გაკვეთილი იწყება კითხვებით:
1.რას ნიშნავს გეოქრონოლოგია.
2. რა არის გეოლოგია.
3.რა არის ნამარხი.
4. მეცნიერების რომელი დარგი შეისწავლის ნამარხებს.
4. გსმენიათ თუა არა ნამარხების შესახებ  ჩვენს ქვეყანაში
 5.რა ჰქვია ამ უძველეს ცხოველს.
6. რა განსხვავებაა გეოლოგიურ დროსა და ისტორიულ დროს შორის.

აქტივობა 2 ჯგუფური მუშაობა

პასუხების მოსმენის შემდეგ  კლას ვყოფ 4. კაციან 5 ჯგუფად.  თითოეულ ჯგუფს ვარქმევ  რომელიმე გეოლოგიური ერის სახელს.
1. კაინოზოური.
2.მეზოზოური.
3. პალეოზოური.
4. პროტოროზოული.
5. არქაული. მოსწავლეებს ვთხოვ აღწერონ  რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა მათ ერაში.

ეონი
ერა
პერიოდი
ფანეროზოული
კაინოზოური
მეოთხეული
(ანთროპოგენური)
ნეოგენური

პალეოგენური.
მეზოზოური
ცარცული

იურული

ტრიასული
პალეოზოური
პერმული
კარბონული

დევონური

სილურული

ორდოვიცული
კამბრიული
პროტეროზოული
არქეული


მეორე ეტაპი ტექსტზე და ცხრილზე მუშაობა- 20 წუთი.

მოსწავლეებს ვეკითხები, როგორია  მათი წარმოდგენები დედამიწის წარმოშობის შესახებ და პასუხები შემაქვს ცხრილის პირველ გრაფაში. შემდეგ ვთხოვ  მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი დედამიწის ბიოგრაფია. ტექსტის ანალიზის შემდეგ შეავსონ ცხრილის 1. და 2. გრაფა.

ვიცი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე




მე 3 ეტაპი- 15 წუთი

ინფორმაციის  შედარება და ანალიზი
ცხრილის  შევსების  შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. ერთმანეთს შეადარებენ დედამიწის შესახებ თავიანთ პირველად წარმოდგენებს და  ახალ ინფორმაციას. ადგენენ სად დაემთხვა  ისინი ერთმანეთს და სად არა.
დასასრულს მოკლედ ვაჯამებთ გაკვეთილზე ჩატარებულ აქტივობებს;

ვაძლევ საშინაო დავალებას:
წერილობით გამოთქვან ვარაუდი დედამიწის ზედაპირზე  შესაძლო ცვლილებების  შესახებ. გამოიყენონ სახელმძღვანელოში მოცემული ნახატი.. 5-3.

Комментариев нет:

Отправить комментарий