პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები.
პროექტის აქტუალობა-პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ
ის მოსწავლეებს დაეხმარება უკეთესად გაეცნონ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიურ
პრობლემებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.
პროექტის მიზანი- მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ
საკუთარ საცხოვრებელ
გარემოში გავრცელებული ეკოლოგიური და მათი შედეგები.
მონაწილეთა ასაკი-15- წელი.
ვადა -10- დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს
საკუთარი საცხოვრებელი
გარემოს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
რესურსი: ფოტო მასალა შავი ტბის
შესახებ და სოფელ ნატანების რუკა კუთხეების
მიხვედით.
პროექტის მსვლელობა.
აქტივობა-1.-თემის შერჩევა.. მოსწავლეებს შევთავაზე რამდენიმე
თემა და მათ არჩევანი
სოფელ ნატანების ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათ გამომწვევ
მიზეზებზე გააკეთეს.
აქტივობა-2.- ჯგუფებად დაყოფა.
მოსწავლეები დავყავი -2- ჯგუფად. შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით და გავანაწილე დავალებები პირველ ჯგუფს დაევალა მოეძია ინფორმაცია იმ ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია მათ საცხოვრებელ გარემოში
მეორე ჯგუფს დაევალა გამოეკვლია შავი ტბის დაბინძურების
ძირითადი მიზეზი
ადა მოეხდინათ
მისი აღწერა და დასურათება.
აქტივობა-3- პროექტის პრეზენტაცია.
მოვაწყვეთ პრეზენტაცია რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები
და მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციის მასალები.
აქტივობა-4- პროექტში მონაწილე მოსწავლეების შეფასება.
პროექტის შეფასება
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე
ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი
მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,
არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,
ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული
ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის
კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად კორექტულია,
ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი
გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი,
ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული,
მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია,
დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა
დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია,
მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და
ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები
ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი,
შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი
ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს
ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის
ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო
ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები
დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი
მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს
ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ
არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის
ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს
პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს,
პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება,
აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს
ყველა კითხვას
|
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია ეკოლოგია
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
- მოსწავლე იყენებს ფიზიკური გეოგრაფიის და ეკოლოგიის კურსიდან გამომდინარე ცოდნას.
პროექტის ხელმძღვანელი: ნ. გელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: gelashvilinatela19@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий