რეფლექსია
რესურსის
რეფლექსია
პედაგოგი: ნათელა გელაშვილი
საგანი: გეოგრაფია
თემა: დაბინძურებული გარემო;
კლასი: VII
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს მძიმე
ეკოლოგიური პრობლემის დანახვა და მისი გაანალიზება;
ე. ს. გ.
VII.
10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
აანალიზებს გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ
და ანთროპოგენულ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე.
1.
რადგან მოსწავლეები ვიზუალურ მასალას უფრო კარგად აღიქვამენ,
ამიტომ შევქმენი წარმოდგენილი რესურსი. მისი საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაიგებენ,
გაიაზრებენ და ჩაუღრმავდებიან აღნიშნულ საკითხს. თვალსაჩინოდ წარმოადგენენ, გააანალიზებენ
და ჩამოაყალიბებენ ამ პრობლემის მძიმე წარუშლელ კვალს.
2.
რესურსი მეხმარება ე. ს. გ. მიხედვით გათვალისწინებული
მისაღწევი შედეგების დაძლევაში.
3.
რესურსის გამოყენების დროს სამუშაო პროცესი იმ ასაკობრივი
ჯგუფისათვის, რომელთანაც ვიყენებ, უფრო საინტერესო და სახალისო ხდება, რაც ზრდის მოსწავლეთა
ჩართულობას და მოტივაციას;
ინსტრუქცია:
რესურსი წარმოდგენილია ფოტომასალის სახით. ასახულია
ტბის ძირითადი მახასიათებლები.
რესურსი გამოიყენება მრავალჯერადად, VII – XI კლასებში, და შეესაბამება
ამ ასაკობრივ ჯგუფებს.
რესურსი თანმიმდევრულია, ხელს უწყობს დასახული მიზნის
მიღწევას. სამიზნე ჯგუფის ჩართულობას და მრავალმხრივი უნარების განვითარებას: ძიების,
კვლევის, მსჯელობის, მაღალი სააზროვნო დონის განვითარებას. ხელმისაწვდომია, გასაგები და არ არის საფრთხის შემცველი.
მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგნებში: ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий